საფრანგეთში სკოლის ავტობუსის ავარიის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა

აღმოსავლეთ საფრანგეთში სკოლის ავტობუსის ავარიის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა განაცხადა.

მინისტრმა დაშავებულებს მხარდაჭერა გამოუცხადა და მაშველებს მადლობა გადაუხადა.

გამოცემა L'Est Républicain-ის ინფორმაციით, ავტობუსით 5-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვები გადაჰყავდათ. ორი არასრულწლოვანი მძიმედ დაშავდა, ერთი მათგანი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დუს დეპარტამენტში დიდთოვლობის გამო რამდენიმე უბედური შემთხვევა მოხდა.