საგრანგეთის ქალაქ ლიონში დაუდგენელმა პირმა ქუჩაში გამვლელებს ცეხლი გაუხსნა. საკუთარი ბინის ფანჯრიდან მან შაშხანიდან რამდენჯერმე ისროლა. შედეგად ორი ქალი დაშავდა. ერთს მსუბუქი ჭრილობა მხარის არეში აქვს, მეორეს - ხელში.
პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად მსროლელი დააკავეს. მისი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. ასევე უცნობია მოტივი. მიმდინარეობს გამოძიება.