საფრანგეთში, ტერორიზმის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში გამოცემა Charlie Hebdo-ს ყოფილ ოფისთან მომხდარი თავდასხმის საქმეზე შვიდი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.  

გამოცემის ცნობით, 25 სექტემბერს  ხორცის საჭრელი დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ორი ადამიანი დაჭრა. მთავარი ეჭვმიტანილი,პაკისტანური წარმოშობის 18 წლის მამაკაცია, რომელიც შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დაკავებულია ასევე ექვსი ეჭვმიტანილი.

ხელისუფლება თავდასხმას ტერორისტულ ინციდენტად განიხილავს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ ეს ”აშკარად ისლამისტური ტერორიზმის აქტია”.