საფრანგეთში თინეიჯერებმა მატარებლის გატაცება სცადეს

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში ოთხმა თინეიჯერმა წვეულებიდან სახლში წასვლა მატარებლის გატაცებით გადაწყვიტა. ისინი, მატარებელში ჩასხდომის ნაცვლად, შეეცადნენ, გაეტაცებინათ ლოკომოტივი, რომელსაც მთელი მატარებელი უნდა გაეყვანა.

ლოკომოტივის გადაადგილების ხანგრძლივი მცდელობების შემდეგ, თინეიჯერები მიხვდნენ, რომ ვერაფერს გახდებოდნენ, ისინი ჩვეულებრივ ვაგონში ჩასხდნენ და მატარებლის გასვლას დაელოდნენ.

აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავებმა სამი მოზარდი დააკავეს, ერთმა კი გაქცევა მოახერხა, თუმცა იგი ძებნილთა სიაში შეიყვანეს. პროკურორის თქმით, ლოკომოტივის გატაცება საოცარი და წარმოუდგენელი რამ არის.