საფრანგეთში უძველესი ტაძარი იწვის - VIDEO

საფრანგეთში, ქალაქ ნანტიში უძველესი ტაძარი იწვის. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

თვითმხილველების თქმით, ხანძარი ადგილობრივი დროით 07:30 საათზე გაჩნდა. ამ დროისათვის, შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამჟამად უცნობია. 

მედიის ცნობით, ადგილზე მუშაობს დაახლოებით 60 მეხანძრე და ექვსი სახანძრო მანქანა. პერიმეტრი გადახურულია.

წმინდა პეტრე-პავლეს ტაძარი, რომლის მშენებლობა XV საუკუნეში დაიწყო და 457 წელი გაგრძელდა, საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი გოთიკური ეკლესიაა. იგი სიმაღლით პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ექვსი მეტრით ჩამოუვარდება.