საფრანგეთში ზვავის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში, სავოის დეპარტამენტში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 

ფრანგული მედიის ცნობით, მაშველებმა ზვავში მოყოლილი რამდენიმე ადამიანი გადაარჩინეს.

ადგილობრივმა პრეფექტურამ განმარტა, რომ აღნიშნულ რეგიონში, ბოლო პერიოდში, ზვავი სულ მცირე ოთხჯერ ჩამოწვა. 

სავოის მაღალმთიანეთში ზვავების რისკი კვლავ მაღალია. ხელისუფლებამ მოთხილამურეებს სიფრთხილის გამოჩენისაკენ მოუწოდა.