SAG-AFTRA-მა მაიკლ ბეის ფილმზე მუშაობა აუკრძალა

ამერიკელმა პროდიუსერმა მაიკლ ბეიმ, რომელმაც პანდემიაზე ფილმი "Songbird" გადაიღო, SAG-AFTRA-სგან შეტყობინება მიიღო, რომელიც მას მუშაობას უკრძალავს. მაიკლი იმედოვნებდა, რომ კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ჰოლივუდში ფილმების გადაღების განახლებისას, რომ მისი ფილმიც შეძლებდა წარმოების აღდგენას.

SAG-AFTRA-მა ფილმის წევრებს გაუგზავნა შენიშვნა, სადაც ნათქვამია: "Songbird-ის მწარმოებლებმა ვერ შეძლეს ხელმოწერის პროცესის დასრულება, ამიტომ SAG-AFTRA-სთან მოქმედი ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, SAG-AFTRA- ს წევრები იძულებულები, არიან უარი თქვან მოვალეობის შესრულებაზე."

"პროდიუსერები არ იყვნენ გამჭვირვალე უსაფრთხოების პროტოკოლთან დაკავშირებით”,- ამბობს პროფკავშირული წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, 12 ივნისს, ლოს-ანჯელესში, ფილმისა და სატელევიზიო წარმოების განახლების უფლება მიიღეს, ოღონდ მკაცრი პროტოკოლით ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტისგან. რაც "მსახიობებისა და მოწყობილობების რეგულარულ, ტესტირებასა და დასუფთავებას, სოციალურ დისტანციას" ითვალისწინებს.