საჰარაში მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

ეგვიპტეში, საჰარის უდაბნოში, ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური Benban ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკი ავრცელებს.

პარკი 6 მილიონ ფოტოელექტრიკულ პანელს შეიცავს. პროექტის რეალიზაციას სამი წელიწადი დასჭირდა.

ელექტროსადგური 37 კვადრატულ კილომეტრზეა გაშლილი. პარკს ელექტროენერგიის მიწოდება მილიონზე მეტი საცხოვრებელი სახლისთვის შეუძლია.