საჰარაში თოვლი მოვიდა - PHOTO

საჰარას უდაბნოს განაპირა ნაწილში თოვლი მოვიდა. ფოტოებს Daily Mail ავრცელებს.

ინტენსიური თოვა ალჟირის ქალაქ აინ-სეფრაში იყო.

ერთი კვირის წინ აქ ტემპერატურა ნულზე დაბლა დაეცა.

ბოლოს ამ ადგილებში თოვლი სამი წლის წინ მოვიდა.