სამი ასტრონავტი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე დაბრუნდა

საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე  სამი ასტრონავტი უსაფრთხოდ დაბრუნდა, რომლებიც ხომალდზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, კოსმონავტები დედამიწაზე რუსული კოსმოსური ხომალდი Soyuz MS-17-ით დაბრუნდნენ.

ხომალდმა დედამიწაზე ასტრონავტი და მიკრობიოლოგი ქეით რუბინსი,  სერგეი რიჟიკოვი და სერგეი ქუდ-სვერჩკოვი ჩამოსვა.

კოსმონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2020 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში გაემგზავრნენ.

ისია ბოლო დაგეგმილი ფრენა იყო, რომელიც რუსული კოსმოსური ხომალდით ხორციელდებოდა და რომელსაც აშშ-ის ეკიპაჟის წევრები გადაჰყავდა.