სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც სქესი შეიცვალა, ჯარიდან გააგდეს

სამხრეთ კორეაში ჯარიდან გააგდეს ტრანსგენდერი სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც ქირურგიული ოპერაცია გაიარა და იმედოვნებდა, რომ მსახურებას ქალებთან ერთად გააგრძელებდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "Reuters" ავრცელებს.

თუმცა სამხედრო უწყებაში განაცხადეს, რომ ეს შეუძლებელია. ამას საზოგადოებაში ჯარში ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების შესახებ დიდი დისკუსია მოჰყვა.

ინციდენტი კენგიდოს პროვინციაში მოხდა.