სამხრეთ აფრიკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, ქალაქ დურბანთან ახლოს ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი News24 ავრცელებს.

"აფეთქება ნავთობკომპანია Engen-ის ქარხანაში მოხდა. ინციდენტის ადგილას სასწრაფო დახმარების ჯგუფები იკრიბებიან", - განაცხადეს მაშველებმა,

მათი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი და რა რაოდენობის მატერიალურ ზარალზეა საუბარი.