სამხრეთ კაროლინაში ავიაგამანადგურებელი F-16 ჩამოვარდა

სამრეთ კაროლინში, შოუს საავიაციო ბაზაზე აშშ-ის სამხედრო-სახაერო ძალების ავიაგამანადგურებელი F-16CM Fighting Falcon ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ბაზა ავრცელებს.

ინციდენტი საწვრთნელი ფრენის დროს მოხდა.

ბორტზე ერთი ადამიანი იმყოფებოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პილოტი დაიღუპა.

ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.