სამხრეთ კორეაში COVID-19- ის მხოლოდ 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის მხოლოდ 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში მთლიანად ვირუსის გავრცელების 10 613 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 7 757 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 229 ადამიანი.

სამხრეთ კორეამ აგრესიული ტესტირების მეთოდს მიმართა, რითაც ვირუსის გავრცელების კონტროლი შეძლო. ამ ეტაპზე ქვეყანაში ტესტირება 513 000 ადამიანმა გაიარა.