სამხრეთ კორეაში გადაუღებელ წვიმებს 31 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ კორეაში უამინდობას სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა, 11-ს ამ დრომდე ეძებენ. გადაუღებელმა წვიმებმა, რომლებიც ქვეყანაში ერთი თვეა მოდის, წყალდიდობები და მეწყერები გამოიწვია.

სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქი კვანჯუ დააზარალა, სადაც ბოლო ორი დღის განმავლობაში 13 ადამიანი დაიღუპა. ამ რეგიონის 11 ქალაქში სახლების დატოვება 7 ათასს ადამიანს მოუწია.

დაზიანებულია სულ მცირე 14 ათასი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობა, ასევე 4,3 ათასამდე ხიდი და საავტომობილო გზები. დაახლოებით 25 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა სავარგული დაიტბორა. რამდენიმე ადგილას სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა.