სამხრეთ კორეაში მეწყერის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმა უკვე ერთ თვეზე მეტია გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში წვიმების შედეგად გამოწვეულ მეწყერს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ადგილობრივი შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებით, მეწყერ საშიში ტერიტორიებიდან 3 000 ადამიანია ევაკუირებული, ხოლო 11 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

ქალაქ გოკსონგში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ხუთი სახლი განადგურდა, გარდაიცვალა ხუთი ადამიანი.