სამხრეთ კორეაში წვრთნების დროს ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

სამხრეთ კორეაში წვრთნების დროს ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს ჯარების სარდლობა ავრცელებს.

32 წლის სერჟანტი, კელი რიჩარდსი ჯანდაცვის სპეციალისტი იყო, რომელიც სამხრეთ კორეაში აშშ-ს მისიაში მსახურობდა.

"სერჟანტი რიჩარდსი ერისადმი ერთგულების დემონტრირების დროს დაიღუპა", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ინციდენტის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.