სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე ცეცხლი გახსნეს

სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე სროლა მოხდა. ამის შესახებ კორეის რესპუბლიკის შტაბის ხელმძღვანელთა ერთობლივი კომიტეტი იუწყება.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 7:41 საათზე მოხდა. გასროლა ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხრეთ კორეის საგუშაგოს მიმართულებით განხორციელდა, რასაც სამხრეთ კორეის მხრიდან საპასუხო ორი გასროლა მოჰყვა.

მედიიც ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.