სამხრეთ სუდანში ავიაკატასტროფას 17 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბაში სატვირთო თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ბორტზე სულ 18 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა თვითმფრინავის მხოლოდ ერთი მგზავრის გადარჩენა მოახერხეს.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი დასახლებასთან ახლოს ჩამოვარდა.