სამხრეთ სუდანში შეტაკებებში 127 ადამიანი გარდაიცვალა

სამხრეთ სუდანის ჩრდილოეთ ნაწილში ადგილობრივ მოსახლეობასა და სამხედროებს შორის შეტაკებებში, რომლებიც 2 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, სულ მცირე 127 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო France-Presse ავრცელებს.

კონფლიქტი სამხედრო ოპერაციის ფონზე მოხდა, რომლის ფარგლებში ვარაბის შტატის მოსახლეობისთვის იარაღი უნდა ჩამოერთმიათ. ახალგაზრდების ჯგუფმა განიარაღებაზე უარი განაცხადა, რაც შეტაკებებში გადაიზარდა.

გარდაცვლილთა შორის 45 სამხედრო მოსამსახურეა.