"სამხრეთის პარკის" ეპიზოდი ვაქცინაციას მიუძღვნეს - VIDEO

ანიმაციური სერიალის "სამხრეთის პარკის" ("South Park") სპეცგამოშვების თიზერი ინტერნეტში გამოჩნდა. ერთსაათიანი ეპიზოდის სახელწოდებაა "South ParQ Vaccination Special". მასში სამხრეთის პარკის ბინადრები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას განიხილავენ.

"სამხრეთის პარკის მაცხოვრებლები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ითხოვენ", - აღნიშნულია თიზერის აღწერაში.

ახალ ეპიზოდში კარტმენი და მისი მეგობრები ვაქცინის შეგროვებას იწყებენ, რათა სკოლაში მასწავლებელი დააბრუნონ. ამავე სერიაში მოხსენიებული იქნება შეთქმულების თეორია Qanon-ის, რომლიც მიმდევრებს სჯერათ, რომ სატანისტური მთავრობა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავს.

სპეცეპიზოდის პრემიერა ტელეარხებზე Comedy Central და MTV2 10 მარტს გაიმართება.