Samsung-ის ხელმძღვანელი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

Samsung- ის თავმჯდომარე ლი ჰონგ-ჰი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.

გამოცემის თანახმად, ლი ჰონგ-ჰი 25 ოქტომბერს,სეულის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

ცნობილია, რომ 2014 წელს მან გულის შეტევა განიცადა, რის შემდეგაც იგი პენსიაზე გავიდა. გარდა ამისა, კომპანიის თავმჯდომარეს 1990 წლიდან რესპირატორული გართულებები აწუხებდა.

Samsung 1938 წელს ლი ჰონგ-ჰი მამის მიერ დაარსდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, კორპორაცია მისმა შვილებმა მემკვიდრეობით მიიღეს. დირექტორთა საბჭოს ლი ჰონგ ჰი (მესამე ვაჟი) ხელმძღვანელობდა. მისი გულის შეტევის შემდეგ, მისი თანამდებობა მისმა ვაჟმა დაიკავა.