სამსუნგის ვიცე-პრეზიდენტს კორუფციისთვის 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სეულის სასამართლომ სამსუნგის ჯგუფის ფაქტობრივ ხელმძღვანელს და Samsung Electronics-ის ვიცე-პრეზიდენტს ლი ჩჟე იონს კორუფციის საქმეზე 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ამასთან, მილიარდერს კომპანიაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ეკრძალება.

ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალ ვადაში ჩაითვლება ის წელი, რომელიც Samsung Group-ის ხელმძღვანელმა ვერდიქტის მოლოდინში გისოსებს მიღმა გაატარა.

ლი ჩჟე იონი Samsung-ის დე-ფაქტო ხელმძღვანელი 2014 წლიდან იყო.