სან-ფრანცისკოში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

აშშ-ში, ქალაქ სან-ფრანცისკოს ცენტრში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ABC News იუწყება. 

გავრცელებული ინფორმაციით, სროლა 16 იანვარს ადგილობრივი დროით დაახლოებით 21.45 საათზე მოხდა.

წინასწარი მონაცემებით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ინციდენტის სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.