სანტა კლაუსი კოსმოსში გაფრინდება

სანტა კლაუსმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტვირთის მიწოდების ლიცენზია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ლიცენზია საჰაერო ხომალდ "ვარსვკლავურ ციგა1-ს" გადაეცა, რომელსაც დანიშნულების ადგილამდე რაკეტა "რუდოლფი" მიიყვანს. 

”მოდით სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, 2020 რთული წელი იყო და ჩვენ სადღესასწაულო განწყობა გვესაჭიროება, რისი შექმნაც მხოლოდ სანტას შეუძლია ”, - განაცხადა სკს-ის ადმინისტრატორმა სტივ დიქსონმა.

სანტა, საჩუქრების გარდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებსაც წაიღებს. 

აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი მოხარულები არიან, რომ სანტას უსაფრთხო გადაადგილებაში ეხმარებიან.