სანტა-კლაუსმა დედამიწის გარშემო ყოველწლიური მოგზაურობა დაიწყო - VIDEO

ფინელმა სანტა-კლაუსმა ლაპლანდიის რეზიდენცია დატოვა და დედამიწის გარშემო ყოველწლიური მოგზაურობა დაიწყო. პერსონაჟის გასაცილებლად ასობით ტურისტი და ადგილობრივი შეიკრიბა.

სანტა-კლაუსმა ყველას ბედნიერი შობა უსურვა და გზას გაუდგა, რათა მსოფლიოს მასშტაბით ყველა ბავშვს, რომელიც წლის განმავლობაში კარგად იქცეოდა, საჩუქრები გადასცეს. 

ვიდეოს Global News ავრცელებს.