სასამართლომ Facebook-ს $650 მილიონის გადახდა დააკისრა

კალიფორნიის სასამართლომ Facebook-ის წინააღმდეგ ილინოისის მაცხოვრებლების საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა. ამის შესახებ გამოცემა The Verge იუწყება.

ილინოისის მაცხოვრებლებმა 2015 წელს Facebook–ის წინააღმდეგ საჩივრები შეიტანეს და კომპანია, ბიომეტრიული მონაცემების შეგროვების მიზნით, სახის ამომცნობი ტექნოლოგიის უკანონოდ გამოყენებაში დაადანაშაულეს. 

საჩივარს სულ 1.6 მილიონი მაცხოვრებელი აწერდა ხელს. სასამართლოს გადაწყვეტილებით,  სამი ძირითადი მოსარჩელე კომპენსაციის სახით 5,000 აშშ დოლარს მიიღებს, ხოლო თითოეული აპელანტი - 345 აშშ დოლარს.

ამასთან, Facebook ავტომატურად აღარ გამოიყენებს სახის ამოცნობის ტექნოლოგიას. კომპანიამ პირობა დადო, რომ ამ ფუნქციის გამოყენება მოქალაქეებს მხოლოდ საკუთარი სურვილისა და თანხმობის განცხადების შემთხვევაში ექნებათ.