სასამართლომ პოროშენკოს მთელი ქონება და აქტივები დააყადაღა

კიევის პეჩერსკის სასამართლომ "ევროპული სოლიდარობის" პარტიის თავმჯდომარისა და სახელმწიფოს ყოფილ მეთაურის, პეტრო პოროშენკოს მთელი ქონება და აქტივები დააყადაღა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

პოლიტიკოსის ადვოკატმა იგორ გოლოვანმა განაცხადა, რომ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პოროშენკოს ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედება - "სახელმწიფო ღალატი" და "ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობაში ხელშეწყობა". გარდა ამისა, მას ბრალად ედება კრიმინალური ჯგუფის შექმნა და სამხრეთ აფრიკიდან ნახშირის მიწოდების შეფერხება.