სასტუმროები თვითიზოლაციაში გადაღლილ წყვილებს ნომრებს სთავაზობენ

იაპონიაში სასტუმროების მეპატრონეები თავისუფალ ნომრებს დაოჯახებულ პირებს სთავაზობენ, რომლებსაც მეუღლეებისგან განმარტოება სურთ.

აღმოჩნდა, რომ ასეთი ქვეყანაში საკმაოდ ბევრია.

იაპონიაში თვითიზოლაცია უკვე 2 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, რაც ოჯახურ ურთიერთობებს კრიზისს უქმნის. ადამიანები სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად წერენ, რომ პანდემიამ მათი ქორწინება დაანგრია. ასე გაჩნდა ჰეშთეგი #coronadivorce (კორონავირუსული გაყრა).

სასტუმროს მეპატრონეების თქმით, ისინი ასეთ წყვილებს ნომრებს სთავაზობენ, რათა მათ დაისვენონ და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონონ.

"ჩვენ განქორწინების პრევენცია გვსურს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ წყვილებმა აუცილებელი თავისუფალი დრო და სივრცე მიიღონ და ურთიერთობების შესახებ კარგად დაფიქრდნენ", - განაცხადა ერთ-ერთმა მეპატრონემ.