სასტუმრო კურშეველში სტუმრებს ძვირადღირებულ ჩანთებს აჩუქებს

სასტუმრო „Les Airelles“, რომელიც ფრანგულ კურორტ კურშეველში მდებარეობს, სტუმრებს „Celine-ის“ ბრენდის ჩანთებს აჩუქებს.

ყოველ ჩანთაზე მომავალი მფლობელის ინიციალები იქნება ამოტვიფრული.

ახალი ხაზის ავტორი „Celine-ის“ დიზაინერი ედი სლიმანია, რომელმაც ჩამკეტის ლოგო ოდნავ განაახლა.

კურორტ „Les Airelles-ზე“ 2019-2020 ზამთრის სეზონი დეკემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება.