საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა

ჩეხეთში, ქალაქ ბოჰუმინში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.

უშუალოდ ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი ადამიანი  გაქცევის დროს მე-11 სართულის აივნიდან გადახტომას ემსხვერპლა.

დაშავდა ათი ადამიანი, მათ შორის ორი მეხანძრე და პოლიციელი.

რეგიონის გუბერნატორის, ივო ვონდრაკის განცხადებით, ხანძარი მიზანმიმართულად დაიწყო.

თვითმხილველების ცნობით, შემთხვევის ადგილიდან მამაკაცი ხელბორკილებით გამოიყვანეს მას შემდეგ, რაც მან პოლიციას დაუდასტურა, რომ მან ცეცხლი მან გააჩინა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, იან ჰამაკეკმა განაცხადა, მომდხარი”დიდი ტრაგედია”, მეზობლებს შორის ხანგრძლივი კონფლიქტის შედეგია.