საცხოვრებელი სახლის აფეთქებისას 2 ადამიანი გარდაიცვალა როსტოვში

როსტოვში, ქალაქ აზოვში გაზის აფეთქებისას ორი ადამიანი დაღუპა, ხოლო ორი დაშავდა. აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარის შესახებ სააგენტო TASS საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

ინციდენტი სამსართულიან საცხოვრებელ სახლში მოხდა. აფეთქების შედეგად, ხანძარი გაჩნდა, რომლის ჩაქრობაშიც 59 ადამიანი და 16 სახანძრო ტექნიკა მონაწილეობდა. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

როსტოვის საგანგებო სიტუაციების სამსახურის სახანძრო განყოფილების უფროსის მოადგილის, ვიქტორ კოსოვის განცხადებით, საცხოვრებელი სახლიდან 60 მაცხოვრებელი იქნა ევაკუირებული. დაზარალებული დროებით საცხოვრებლად სასტუმროში გადაიყვანეს.