Saudi Arabian Airlines-ის თვითმფრინავში ბავშვი გარდაიცვალა

ავიაკომპანია Saudi Arabian Airlines-ის თვითმფრინავი კანადის ქალაქ სენტ-ჯონსონში ავარიულად დაეშვა. ბორტზე მყოფი ორი წლის ბავშვში ცუდად გახდა და მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.

დაშვების შემდეგ Boeing 777-300 ლაინერთან სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა გამოცხადდა, რომელთაც ბავშვი საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ. ადგილზე მისულ მედიკოსებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

მომხდარის მიზეზებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა სწავლობს.

თვითმფრინავი ქალაქ ჯიდადან ვაშინგტონში მიფრინავდა.