საუდის არაბეთი მომლოცველებს ვაქცინაცინის შემდეგ მიიღებს

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მუსლიმ მომლოცველებს დიდ და მცირე ჰაჯში, წმინდა ადგილებში მექასა და მედინაში, საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარების შემდეგ.

"ჰაჯში მონაწილეობის მთავარი პირობა არის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება", - განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა.

წელს, დიდი ჰაჯი ივლისის მეორე ნახევარში ჩატარდება. გასულ წელს, პანდემიის გამო, პილიგრიმობა მხოლოდ 10 ათასი ადამიანის მონაწილეობით შედგა, საიდანაც 30% საუდის არაბეთის მკვიდრი იყო, 70% ქვეყანაში მცხოვრები უცხოელები იყვნენ. საზღვარგარეთიდან მომლოცველები ჰაჯზე არ მიიღეს.