საუდის არაბეთმა და ირანმა მოლაპარაკებები დაიწყეს

საუდის არაბეთმა და ირანმა ურთიერთობების აღსადგენად ერაყის შუამავლობით მოლაპარაკებები დაიწყეს. ამის შესახებ გამოცემა The Financial Times წერს.

ოლაპარაკებების პირველი რაუნდი 9 აპრილს, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში გაიმართა, რომლის დროსაც იემენელი შიიტი ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთზე განხორციელებული თავდასხმებიც განიხილეს.

გამოცემის ცნობით, ხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას ხელს უწყობს ერაყის პრემიერ-მინისტრი, მუსტაფა ალ-კადიმი, რომელიც საუდის არაებეთში გასული თვის ბოლოს იმყოფებოდა. ერაყის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბაღდადი ასევე ხელს უწყობს ირანის საკომუნიკაციო ხაზების გაუმჯობესებას ეგვიპტესთან და იორდანიასთან.