საუდის არაბეთმა ვაქცინის გარეშე სამსახურში მისვლა აკრძალა

საუდის არაბეთის მთავრობამ საჯარო და კერძო კომპანიების თანამშრომლებს, რომლებიც არ არიან ვაქცინირებულნი კორონავირუსის წინააღმდეგ სამსახურში მისვლა აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სამინისტრომ მოუწოდა ყველა მუშაკს, მოემზადონ ვაქცინაციის მისაღებად.

ქვეყნის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში გამოაცხადებს ამ გადაწყვეტილების შესრულების თარიღს და აცნობებს, თუ კონკრეტულად როგორ იმუშავებს იგი.

გასულ კვირას, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 17 მაისიდან მხოლოდ მათ, ვინც მოახერხა ვაქცინაციის ორი დოზით ან ერთი დოზით აცრა მოგზაურობამდე 14 დღით ადრე, ქვეყნის გარეთ მოგზაურობას შეძლებენ.

საუდის არაბეთში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 423,4 ათასს გადააჭარბა, ხოლო ვირუსით 7 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.