საუდის არაბეთში სროლისას 6 ადამიანი გარდაიცვალა

საუდის არაბეთის პოლიცია სროლის ფაქტს იძიებს, რომლის შედეგად გუშინ 6 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო SPA ავრცელებს.

ამასთან, სამი ადამიანი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.