საუდის არაბეთში ქალები ჯარში წასვლას შეძლებენ

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ქალებს შეიარაღებულ ძალებში მსახურების უფლება მისცა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. ქალები როგორც რიგითების, ასევე ოფიცრების თანამდებობების დაკავებას შეძლებენ. სამედიცინო სამსახურის გარდა, მათ საჰაერო, საზღვაო, ჰაერსაწინააღმდეგო დანაყოფებში მსახურება შეუძლიათ.

სამხედრო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქალთა უფლებებზე ზრუნვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.