სავაჭრო ქსელში სროლისას გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა - განახლებულია - VIDEO

ტაილანდში, სამხედრო პირის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, დაშავებულია 21 ადამიანი.  ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ტაილანდის პოლიციის შტაბის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობნით, ავრცელებს. 

ინციდენტი ტაილანდის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში, სავაჭრო ცენტრში მოხდა. 

საინფორმაციო სააგენტო Thairath News ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც კარგად ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება შეიარაღეებული სამხედრო სავაჭრო ცენტრში.