სავაჭრო ცენტრში მძევლად აყვანილები გაათავისუფლეს - VIDEO

ფილიპინების დედაქალაქში, მანილაში, სავაჭრო ცენტრში, დღეს დილით მძევლად აყვანილი 27 პირი თავისუფალია. ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ 32 წლის ეჭვმიტანილი დააკავა. იგი სავაჭრო ცენტრის დაცვის ყოფილი წევრია. პოლიციასთან მოლაპარაკებების დროს იგი მედიასთან და ყოფილ კოლეგებთან შეხვედრის უზრუნველყოფას ითხოვდა.

დაცვის სამსახურის უფროსმა, სადაც თავდამსხმელი მანამდე მუშაობდა, მას ბოდიში მოუხადა და თანამდებობიდან გადადგომის პირობა დადო.

10:28

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, სავაჭრო ცენტრში თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა.

ვიდეომასალაში კარგად ჩანს, შენობიდან როგორ გამორბის ხალხი, ქუჩაში მოძრაობაა გადაკეტილი.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლად 30 ადამიანი აიყვანა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრის დაცვის ყოფილი წევრი იყო. თავდასხმისას 1 ერთი ადამიანი დაშავდა. პოლიცია შეიარაღებულ მამაკაცთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.