ჩინეთში ქალმა 67 წლის ასაკში გააჩინა

ჩინეთში 67 წლის ქალმა გოგონა გააჩინა. ბავშვის წონა 2.6 კილოგრამია.

მედიკოსები აცხადებენ, რომ ფეხმძიმობის პერიოდში ქალი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

ბავშვის მამა ადვოკატია, დედა კი მედდა. მათ ვაჟი და ქალიშვილი, ასევე რამდენიმე შვილიშვილი ჰყავთ.