ახალ ზელანდიაში ორშაბათს დილით ფრენები დროებით შეაჩერეს, მას შემდეგ, რაც კრაისჩერჩში, ქვეყნის საჰაერო ნავიგაციის სისტემის რადარებმა განგაშის სიგნალი მიიღეს.
სახანძრო სიგნალიზაციის ამოქმედება დაკვამლიანებამ გამოიწვია, რომელიც Airways New Zealand-ის ელექტროენერგიით მომმარაგებელ ერთ-ერთ სისტემაში გაჩნდა. შესაბამისად სარადიოლოკაციო სისტემამ განგაშის სიგნალი ჩართო. ადმინისტრაციის განცხადებით, ვითარების ბოლომდე გარკვევამდე და მათ ავიაფრენები შეაჩერეს. გადაიდო რეისები ქვეყნიდან და ქვეყნის მიმართულებით.
Airways New Zealan-ის განცხადებით, ამ დროისთვის აეროპორტები ჩვეული დატვირთვით მუშაობს და ყველა რეისი სრულდება.
Airways New Zealand ახალი ზელანდიის საჰაერო სივრცესა და წყნარი ოკეანის არეალში, 30 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე, უსაფრთხო აერომიმოსვლაზეა პასუხისმგებელი.