ავღანეთში აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის სამხრეთით, ყანდაარის პროვინციაში ღამით აფეთქება მოხდა. ბომბი გზის პირას იყო დამონტაჟებული. ტერაქტს 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.ინფორმაციას Tolo News ავრცელებს.

დაღუპულები ყველანი ერთ ოჯახის წვერები იყვნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.