ისრაელის ცესკო არჩევნების დაზუსტებულ შედეგებს აქვეყნებს

ისრაელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 22-ე მოწვევის ქნესეთის არჩევნების დაზუსტებული შედეგები გამოაქვეყნა.

მონაცემების თანახმად, ცენტრისტულმა ბლოკმა „კახოლ-ლავანმა“ 33 მანდატი მიიღო, ბენიამინ ნეთანიაჰუს „ლიკუდმა“ კი - 32 (და არა 31, როგორც ეს თავდაპირველად იყო ნათქვამი). არაბების გაერთიანებულმა სიამ - 13, ისრაელის ულტრა-რელიგიურმა პარტიამ -9, პარტიამ „ ისრაელი ჩვენიმ სახლია“ -8, „ თორის ებრაელობამ“ – 7 (და არა 8), მემარჯვენე „იამინამ“ – 7, „ავიდორ გერეშმა“- 6 და „დემოკრატიულ ბანაკმა“-5.

17 სექტემბრის არჩევნების შემდეგ, ისრაელში კოალიციური მთავრობის ფორმირება დღემდე ვერ ხერხდება. „კახოლ ლავანისა“ და "ლიკუდის" ლიდერები ბენი განცი და ბენიამინ ნეთანიაჰუ ვერ შეთანხმდნენ, ვინ დაიკავებს პრემიერის პოსტს და უხელმძღვანელებს მინისტრთა ახალ კაბინეტს.