თურქეთში 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, სტამბოლიდან 68 კილომეტრში, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ზედაპირიდან 12 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ინფორმაცია ნგრევის, ან დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.