თურქეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად 5 პოლიციელი დაშავდა

თურქეთის აღმოსავლეთით, ადანას რაიონში, პოლიციელებით დატვირთულ ავტობუსს გზაზე თვითნაკეთ ბომბზე აფეთქდა. დაჭრილია 5 ადამიანი. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

დაშავებული პოლიციელები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივი გუბერნატორის, მაჰმუდ დემირთაშის განცხადებით, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.