სენატში ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი 8 თებერვლის შემდეგ დაიწყება

აშშ-ის სენატში ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი 8 თებერვლის შემდეგ დაიწყება. ამის შესახებ დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ზედა პალატაში, ჩაკ შუმერმა განაცხადა.

”როდესაც ორივე მხარის განცხადებები მზად იქნება, მხარეები თავიანთი არგუმენტების წარმოდგენას 8 თებერვლიდან დაიწყებენ”, - განაცხადა შუმერმა ზედა პალატის სხდომაზე გამოსვლისას.

ჩაკ შუმერმა ასევე დაადასტურა, რომ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია სენატს 25 იანვარს წარედგინება.

"ამის შემდეგ, პალატის პროკურორებსა და დაცვის მხარეს განცხადებების გასაკეთებლად გარკვეული დრო მიეცემათ. ამ პერიოდის განმავლობაში, სენატი სხვა საკითხების მოგვარებას, მათ შორის კაბინეტის კანდიდატების დადასტურებას გააგრძელებს", - აღნიშნა შუმერმა.