სენეგალში ომიკრონის შტამი ტურისტს დაუდასტურდა

სენეგალში ომიკრონის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ტურისტი დემონსტრაციაში იღებდა მონაწილეობას, რომელსაც 300 ადამიანი ესწრებოდა. 

58 წლის მამაკაცი სხვა დასავლეთ აფრიკულ ქვეყანაში წასასვლელად ტესტზე გამოცხადდა, რა როდესაც ვირუსზე დადებითი აღმოჩნდა. მას სენეგალის დატოვების უფლება არ მისცეს. ის კარანტინშია და სიმპტომები არ აქვს. 

ინფორმაცია სენეგალის ლაბორატორიამ გაავრცელა.