სერბეთის პრეზიდენტი: შვილო, შენ გაიმარჯვებ!

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მის 22 წლის ვაჟს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"ჩემი შვილი ინფიცირებულია კორონავირუსით და ის მკურნალობას ინფექციური კლინიკაში განაგრძობს, შვილო, შენ გაიმარჯვებ. მამაშენს უყვარხარ. ყველას გვიყვარხარ!”, - თქვა ვუჩიჩმა სოციალურ მედიასთან.

სერბეთში კორონავირუსის 2 447 შემთხვევაა დადასტურებული,  ხოლო 61 ადამიანი გარდაცვლილი.