სერგეი ლავროვი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამუშაო ვიზიტით ბაქოს 10-11 მაისს ეწვევა.

ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ბაქოში ლავროვი მოლაპარაკებებს აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან გამართავს.

5-6 მაისს კი სერგეი ლავროვი ერევანს ეწვევა.

"კონტაქტების დროს, დეტალურად იქნება განხილული ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი, ასევე საერთაშორისო არენაზე ურთიერთქმედების საკითხები”, - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.